21.09. 18
სასწავლო -სააღმზრდელო თემა-ჩვენი უნარები და შესაძლებლობები“ რით განვსხვავდები პირველკლასელისაგან?
საუბრის მიზანი- მოსწავლემ შეძლოს საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების ჩამოთვლა;
რესურსი - დაფა, ფერადი ცარცი, წინასწარდამზადებული 27 ბუკლეტი
მოსწავლეებმა მიმანიშნებელი კითხვების დახმარებით შეძლეს საკუთარი უნარების და შესაძლებლობების დასახელება. გაიხსენეს რა როგორ გაუკეთებიათ, რა გამოსვლიათ კარგად, რა ვერ გააკეთეს , ვინ დაეხმარათ მათ და თვითონ ვის გაუწიეს დახმარება.
ბავშვების ნაკარნახევით მასწავლებელმა დაფაზე შეავსო ვენის დიაგრამა- რა შეეძლოთ მოსწავლეებს პირველ კლასში და რა შეუძლიათ მეორეში.ბავშვებმა კი-ბუკლეტი.
05.10.
აღმზრდელობითი საუბრის თემაზე--,,ბავშვთა უფლებები და ვალდებულებები სკოლაში, ეზოში, ქუჩაში“.
საუბრის მიზანი- სკოლის შინაგანაწესის გაცნობა.
რესურსი-https://www.youtube.com/watch?v=6XCHhwEqES8
https://www.youtube.com/watch?v=gOXEBfVJvvY
შედეგი- მოსწავლეებმა ნახეს ვიდეორგოლები, გაიგეს რა არის შინაგანაწესი, შემდეგ წყვილებში ისაუბრეს და დახატეს სურვილის მიხედვით ნახატები წარწერებით.
19.10.
საუბრის თემა -ადამიანური თვისებები , ემოციები და მეგობრობის უნარი.
მიზანი-მოსწავლემ შეძლოს ადამიანის თვისებების ჩამოთვლა, ერთმანეთის ემოციის ამოცნობა-გაგება და მსგავსება -განსხვავებაზე მსჯელობა
.სიტუაცია და განცდებიhttps://www.youtube.com/watch?v=YGE2xH_2Y1w&index=5&list=PLsrK4Xzw95q2oY0ZxctCbW60cInukfnX7 მოსწავლეებმა უყურეს,მოუსმინეს და შეისწავლეს სიმღერა - მაშინ როცა გიხარია. შეთხზეს ამბავი, გაითამაშეს, გამოიყენეს სმაილიკები.შედეგი- მეგობრობას ღიმილი ამშვენებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий