пятница, 21 декабря 2018 г.
ურთიერთსწავლების კვირეული
დღე პირველი
წელიწადის დრო - ზამთარი
დღე მეორე- საპასუხო ვიზიტი
დღე მესამე - ისევ სტუმრად, IIგ კლასში
დღე მეოთხე - მესამეკლასელი სტუმრები
დღე მეხუთე- ექსკურსია ხელოვნების სასახლეში
დღე მეექვსე - თოვლის პაპის სახელოსნოში
საკლასო პრეზენტაცია სასკოლო საზოგადოებისთვის.
აღფრთოვანებული, გაოცებული და კმაყოფილი სასურველი შემფასებელი II,III,IV კლასის წარმომადგენლები.
პრეზენტაციის თემა- ხელოვნების სასახლე.
მიზანი: ცოდნის ურთიერთგაზიარება;
საპრეზენტაციო უნარების განვითარება;
სწავლის მოტივაციის ამაღლება.
четверг, 20 декабря 2018 г.
სადამრიგებლო საათი
02.11.2018
სამყარო , სადაც ყველა ერთმანეთს ეხმარება!
მიზანი- მულტფილმის ნახვა და განხილვა
რესურსი-https://www.youtube.com/watch?v=LnQQC5xIiwg&t=390s
შედეგი-მოსწავლემ შეძლო ბომბორას,გოგონას, მეეზოვის,ძაღლის, მოსწავლეების
ქცევის დადებითი და უარყოფითი მხარეების დანახვა, ისაუბრეს ინდ-ად, წყვილში, იმსჯელეს როგორ გარემოში ურჩევნიათ თვითონ ყოფნა, რატომ. დახატეს ნახატები- როგორ დავეხმარები სხვას.
ქცევის დადებითი და უარყოფითი მხარეების დანახვა, ისაუბრეს ინდ-ად, წყვილში, იმსჯელეს როგორ გარემოში ურჩევნიათ თვითონ ყოფნა, რატომ. დახატეს ნახატები- როგორ დავეხმარები სხვას.
21.11. 2018
მეორეკლასელის შესაძლებლობებისა და სირთულეების „სკივრი“
მიზანი - ბულინგი- ჩაგვრა, გააზრება
რესურსი- https://www.youtube.com/watch?v=XU2a-Ny1TH0 ვიდეორგოლი
შედეგი - მოსწავლეებმა ვიდეორგოლის ნახვის შემდეგ, გამართეს მსჯელობა გაიხსენეს საკუთარი განცდები , განიხილეს სიტუაციები და შეძლეს წამოჭრილ სირთულეებზე საუბარი, პრობლემის გადაჭრის გზების დასახელება და კონფლიქტების მოგვარება.
07.12.18
ეტიკეტის აუცილებლობა!
მოსწავლეებმა ნახეს ვიდეორგოლი, აზრთა გაცვლის შემდეგ
https://www.youtube.com/watch?v=Gxa4f5Cz3kE
https://www.youtube.com/watch?v=3peZj3IZFCk
შეძლეს საუბარი ქცევის წესებსა და ეტიკეტზე, შეიმუშავეს ეტიკეტის წესები და მხიარულ იმიტირებულ თამაშებში განახორციელეს ჯადოსნური სიტყვების გამოყენებით.
21.12.
მე-პიროვნება ,შემაჯამებელი პრაქტიკული სამუშაო.
მოსწავლეებმა შეძლეს საკუთარი ,,მე,, გაეაზრებინათ .ვინ ვარ მე, ვისთან ვმეგობრობ, რა მომწონს,, ოჯახში როგორ ვიქცევი, სკოლაში როგორი ხასიათი მაქვს.
ითამაშეს წყვილებში, ერთმანეთი დაახასიათეს, მეწყვილის საუკეთესო თვისება დაასახელეს, გაარკვიეს რა საერთო ინტერესი აერთიანებს მას სხვებთან და ერთად როგორ იცხოვრონ სკოლაში.
სადამრიგებლო საათი
21.09. 18
სასწავლო -სააღმზრდელო თემა-ჩვენი უნარები და შესაძლებლობები“ რით განვსხვავდები პირველკლასელისაგან?
საუბრის მიზანი- მოსწავლემ შეძლოს საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების ჩამოთვლა;
რესურსი - დაფა, ფერადი ცარცი, წინასწარდამზადებული 27 ბუკლეტი
მოსწავლეებმა მიმანიშნებელი კითხვების დახმარებით შეძლეს საკუთარი უნარების და შესაძლებლობების დასახელება. გაიხსენეს რა როგორ გაუკეთებიათ, რა გამოსვლიათ კარგად, რა ვერ გააკეთეს , ვინ დაეხმარათ მათ და თვითონ ვის გაუწიეს დახმარება.
ბავშვების ნაკარნახევით მასწავლებელმა დაფაზე შეავსო ვენის დიაგრამა- რა შეეძლოთ მოსწავლეებს პირველ კლასში და რა შეუძლიათ მეორეში.ბავშვებმა კი-ბუკლეტი.
05.10.
აღმზრდელობითი საუბრის თემაზე--,,ბავშვთა უფლებები და ვალდებულებები სკოლაში, ეზოში, ქუჩაში“.
საუბრის მიზანი- სკოლის შინაგანაწესის გაცნობა.
რესურსი-https://www.youtube.com/watch?v=6XCHhwEqES8
https://www.youtube.com/watch?v=gOXEBfVJvvY
შედეგი- მოსწავლეებმა ნახეს ვიდეორგოლები, გაიგეს რა არის შინაგანაწესი, შემდეგ წყვილებში ისაუბრეს და დახატეს სურვილის მიხედვით ნახატები წარწერებით.
19.10.
საუბრის თემა -ადამიანური თვისებები , ემოციები და მეგობრობის უნარი.
მიზანი-მოსწავლემ შეძლოს ადამიანის თვისებების ჩამოთვლა, ერთმანეთის ემოციის ამოცნობა-გაგება და მსგავსება -განსხვავებაზე მსჯელობა
.სიტუაცია და განცდებიhttps://www.youtube.com/watch?v=YGE2xH_2Y1w&index=5&list=PLsrK4Xzw95q2oY0ZxctCbW60cInukfnX7 მოსწავლეებმა უყურეს,მოუსმინეს და შეისწავლეს სიმღერა - მაშინ როცა გიხარია. შეთხზეს ამბავი, გაითამაშეს, გამოიყენეს სმაილიკები.შედეგი- მეგობრობას ღიმილი ამშვენებს.
Подписаться на:
Сообщения (Atom)