вторник, 18 июня 2019 г.

პიროვნული და მორალური განვითარება

25.01.19 ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე!

აქტივობა-„ხეების მოვლა“/ხის გულისცემა“
მიზანი - მოსწავლემ უნდა შეძლოს დაკვირვება  ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებზე , გამოუმუშავდეს მის მიმართ ემპათია და ბუნებაზე ზრუნვის უნარი.

მოსწავლემ  შეძლო დაკვირვება  ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებზე , გამოუმუშავდა მის მიმართ ემპათია და ბუნებაზე ზრუნვის უნარი . მათ შექმნეს პლაკატები და პრეზენტაციით გამოვიდნენ თანაკლასელების წინაშე. მოსწავლეებს მოეწონათ ურთიერთსწავლება.





08.02.19

ჯანმრთლობა- ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღე

აქტივობა- კითხვა: სხეულის ნაწილების დავა“; „სამი მგზავრი“

მიზანი- მოსწავლემ უნდა შეძლოს ჯანმრთელობის ფასეულობის გათვიცნობიერება და ფიზიკურ და სულიერ სიჯანსაღეზე ზრუნვა .  

ტექსტების წაკითხვისა და გაანალიზების შემდეგ მოსწავლემ შეძლო ჯანმრთელობის ფასეულობის გათვიცნობიერება და ფიზიკურ და სულიერ სიჯანსაღეზე ზრუნვის გაცნობიერება.  მათ შექმნეს ბუკლეტები და ჩაატარეს პრეზენტაციები, დაწერეს ჩანახატები,, მე მწერალი,,, რომელშიც საკუთარი ამბები გადმოსცეს.





22.02.19

დღის რეჟიმი
აქტივობა- დღის რეჟიმის შექმნა მოცემული ცხრილის დახმარებით

მიზანი:მოსწავლემ უნდა შეძლოს დღის რეჟიმის  ნიმუშისგაანალიზება და საკუთარი დღის რეჟიმის დაგეგმვა.

მოსწავლემ  წყვილში და ჯგუფში მსჯელობის შემდეგ შეძლო დღის რეჟიმის გაანალიზება და საკუთარი დღის რეჟიმის შემუშავება









01.03.19
აქტივობა- ჯანსაღი ცხოვრების წესი თემაზე საუბარი  სკოლის ექიმთან ერთად .


მიზანი -მოსწავლემ უნდა შეძლოს საუბარი ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე, სასარგებლო პროდუქტებსა და სპორტული აქტივობების აუცილებლობაზე.

მოსწავლემ  შეძლო საუბარი ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე, სასარგებლო პროდუქტებსა და სპორტული აქტივობების აუცილებლობაზე. მოვაწყვეთ სპორტული მარათონი.




22.03.19
აქტივობა-აქტიური ლექცია თემაზე  ჩვენ ვიცავთ ჯანსაღი ცხოვრების წესს!


თემასთან  დაკავშირებული სიტუაციური თამაშების ანალიზით მოსწავლემ  უნდა შეძლოს მოსალოდნელი საფრთხეების გაანალიზება და მათი პრევენცია.

მოსწავლეებმა იმსჯელეს და როლური თამაშით წარმოადგინეს სხვადასხვა სიტუაცია, გააკეთეს შესაბამისი დასკვნები.




05.04.- 19.04   2019

 მავნე ჩვევების საფრთხე

ვიდეორგოლის ჩვენების შემდეგ, მოსწავლეებისათვის სლაიდ შოუს ჩვენება და სათანადო ინფორმაციის 
გააზრების შედეგად
მოსწავლემ შეძლო ქუჩაში მოძრაობის წესების შექმნა და სიმულაციურად  მათი გამოყენება . აქტივობამ მხიარულად ჩაიარა მოსწავლემ  მათი ცხოვრებაში გამოყენება აუცილებელ საქმიანობად მიიჩნიეს.












Комментариев нет:

Отправить комментарий