среда, 25 сентября 2019 г.

вторник, 18 июня 2019 г.

პატარა მეგობრები

ვხარობთ ერთმანეთის წარმატებით!

                            


პრეზენტაციები

 



მიზანი- ისწავლონ ინფორმაციის მოძიება, დახარისხება, წარდგენა საინტერესოდ და დროის დაცვით


შედეგი- შეძლეს გაესიტყვებინათ რა, როგორ, ვისთან ერთად , რატომ დაამზადეს  და რას განიცდიდნენ მუშაობისას.

ჭკვიანი გოგო-ბიჭები

მოლაპარაკე კედელი   

                     
                                                                                                                                               
                                                                                                                                                                                                 
     

პროექტი- გაზაფხული შემობრძანდა

გაზაფხულის თემაზე შექმნეს მოსწავლეებმა ელ. პრეზენტაციები, პლაკატები, ნახატები, დათესეს ხორბალი, დაასურათეს შესწავლილი ნაწარმოებები.



 

    
 მშობლების დახმარებით დაამზადეს ბავშვებმა ფრინველთა სახლები




ღონისძიება- მეჯლისი გეომეტრიულ ფიგურებზე

2019 წლის 5 აპრილს გაიმართა  მეორეკლასელთა მეჯლისი


სასწავლო წლის მანძილზე მოსწავლეები აქტიურად ასრულებდნენ მოხალისეობრივ დავალებებს, პრეზენტაციებს თემაზე :ჩემი საყვარელი ცხოველები, სიცოცხლე წყალში,
გაზაფხული, გაზაფხულის მახარობელი მცენარეები,მინდვრის ყვავილები,დედამიწის დღე,შექმნეს ,,წითელი წიგნი", გავუფრთხილდეთ ბუნებას.
ასურათებდნენ ნასწავლ ტექსტებს, შექმნეს ალბომი იაკობ გოგებაშვილზე, მოამზადეს პლაკატები თამარ მეფეზე, დავით აღმაშენებელზე, პლაკატი- ვიცავთ თანატოლთა უფლებებს.


                                          

                         
                                                                                         

         
                                                                                          
                                                                           
                                 
                                                                                                     








14.05.2019
თემა- ბულინგი
მიზანი- მოსწავლეებმა გაიაზრონ ბულინგის არსი
 II- ა კლასის მოსწავლეებს სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ჩაუტარეს  აქტიური ლექცია თემაზე-ბულინგი.
 მეორეკლასელებს უჩვენეს სლაიდები, რომელზე ასაუბრეს პატარები, გაახსენებინეს   თავს გადახდენილი მსგავსი ისტორიები, შეაფასებინეს საკუთარი საქციელი, აპოვნინეს ალტერნატიული , უკეთესი გამოსავალი. ბავშვებმა დაწერეს აქტივობის შეჯამება 3,2,1.







24.05.2019
თემა - გარიყვა
მიზანი - გაიაზრონ საკუთარი როლი საზოგადოებაში, სადაც ცხოვრობენ
მოსწავლეებმა წაიკითხეს მოთხრობა, რომელშიც აღწერილი იყო პატარა ნიანგის გასაჭირი. პატარებმა გაიაზრეს, რა ნიშნავს დისკრიმინაცია, ტექსტის პაუზებით კითხვისას მათ შეძლეს საკუთარ განცდებზეც ესაუბრათ, გაევლოთ პარალელები და გაეკეთებინათ შეფასება

მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების განვითარება


03.05.2019-17.05.2019
თემა:  ისტორიული ძეგლები და მათი კულტურული მნიშვნელობა
ძველი თბილისი
აქტივობა - ისტორიული მოთხრობების წაკითხვა
 მიზანი- მოსწავლემ უნდა შეძლოს კულტურული მემკვიდრეობის ცნების გააზრება და მათი ისტორიული მნიშვნელობის გაცნობიერება . მოსწავლებემა თავად მიაწოდეს თანაკლასელებს ინფორმაცია საკუთარი კუთხის ისტორიული ძეგლების შესახებ .
მოეწყო ექსკურსია ძველ თბილისში,მოსწავლემ შეძლო ძველი თბილისის უბნების გაცნობა.





თვალსაწიერის გაფართოება

31.05.19

 თემა -- „ქვეყნის გამოჩენილი ადამიანები“

 მიზანი - მოსწავლემ უნდა შეძლოს ჩვენი ქვეყნის გამოჩენილი პიროვნებების  დასახელება და მათზე საუბარი

მოსწავლეებმა აირჩიეს მეწყვილეები  და მოამზადეს პრეზენტაციები. საინტერესოდ წარიმართა პლაკატებისა და ელ. პრეზენტაციების  დათვალიერება, მთაწმინდისა და დიდუბის პანთეონის მონახულება.

მოწვეული  VI -ა კლასი მოსწავლეები  II -ა და II დ კლასი მოსწავლეებს საინტერესოდ ესაუბრნენ ამ თემაზე.  








პიროვნული და მორალური განვითარება

25.01.19 ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე!

აქტივობა-„ხეების მოვლა“/ხის გულისცემა“
მიზანი - მოსწავლემ უნდა შეძლოს დაკვირვება  ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებზე , გამოუმუშავდეს მის მიმართ ემპათია და ბუნებაზე ზრუნვის უნარი.

მოსწავლემ  შეძლო დაკვირვება  ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებზე , გამოუმუშავდა მის მიმართ ემპათია და ბუნებაზე ზრუნვის უნარი . მათ შექმნეს პლაკატები და პრეზენტაციით გამოვიდნენ თანაკლასელების წინაშე. მოსწავლეებს მოეწონათ ურთიერთსწავლება.





08.02.19

ჯანმრთლობა- ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღე

აქტივობა- კითხვა: სხეულის ნაწილების დავა“; „სამი მგზავრი“

მიზანი- მოსწავლემ უნდა შეძლოს ჯანმრთელობის ფასეულობის გათვიცნობიერება და ფიზიკურ და სულიერ სიჯანსაღეზე ზრუნვა .  

ტექსტების წაკითხვისა და გაანალიზების შემდეგ მოსწავლემ შეძლო ჯანმრთელობის ფასეულობის გათვიცნობიერება და ფიზიკურ და სულიერ სიჯანსაღეზე ზრუნვის გაცნობიერება.  მათ შექმნეს ბუკლეტები და ჩაატარეს პრეზენტაციები, დაწერეს ჩანახატები,, მე მწერალი,,, რომელშიც საკუთარი ამბები გადმოსცეს.





22.02.19

დღის რეჟიმი
აქტივობა- დღის რეჟიმის შექმნა მოცემული ცხრილის დახმარებით

მიზანი:მოსწავლემ უნდა შეძლოს დღის რეჟიმის  ნიმუშისგაანალიზება და საკუთარი დღის რეჟიმის დაგეგმვა.

მოსწავლემ  წყვილში და ჯგუფში მსჯელობის შემდეგ შეძლო დღის რეჟიმის გაანალიზება და საკუთარი დღის რეჟიმის შემუშავება









01.03.19
აქტივობა- ჯანსაღი ცხოვრების წესი თემაზე საუბარი  სკოლის ექიმთან ერთად .


მიზანი -მოსწავლემ უნდა შეძლოს საუბარი ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე, სასარგებლო პროდუქტებსა და სპორტული აქტივობების აუცილებლობაზე.

მოსწავლემ  შეძლო საუბარი ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე, სასარგებლო პროდუქტებსა და სპორტული აქტივობების აუცილებლობაზე. მოვაწყვეთ სპორტული მარათონი.




22.03.19
აქტივობა-აქტიური ლექცია თემაზე  ჩვენ ვიცავთ ჯანსაღი ცხოვრების წესს!


თემასთან  დაკავშირებული სიტუაციური თამაშების ანალიზით მოსწავლემ  უნდა შეძლოს მოსალოდნელი საფრთხეების გაანალიზება და მათი პრევენცია.

მოსწავლეებმა იმსჯელეს და როლური თამაშით წარმოადგინეს სხვადასხვა სიტუაცია, გააკეთეს შესაბამისი დასკვნები.




05.04.- 19.04   2019

 მავნე ჩვევების საფრთხე

ვიდეორგოლის ჩვენების შემდეგ, მოსწავლეებისათვის სლაიდ შოუს ჩვენება და სათანადო ინფორმაციის 
გააზრების შედეგად
მოსწავლემ შეძლო ქუჩაში მოძრაობის წესების შექმნა და სიმულაციურად  მათი გამოყენება . აქტივობამ მხიარულად ჩაიარა მოსწავლემ  მათი ცხოვრებაში გამოყენება აუცილებელ საქმიანობად მიიჩნიეს.












пятница, 1 марта 2019 г.

25.01.19
ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე
ჩავატარე აქტივობა-ხის გულისცემა. მოსწავლეებმა შეძლეს ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებზე დაკვირვებით გაეკეთებინათ დასკვნები. მათ გაიაზრეს, რომ გარემოს მათი  მუდმივი ზრუნვა სჭირდება.

08.02.19
ჯანმრთელობა- ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღე
მოსწავლეებმა მოისმინეს მოთხრობები : მეგობრები, სამი მგზავრი, სხეულის ნაწილების დავა. როლური თამაშის შემდეგ, მათსასარგებლო რჩევა დარიგება მისცეს ერთმანეთს. ბოლოს, პატარებმა წერილები მისწერეს მომავალ შვილებს.



22.02.19
დღის რეჟიმი
მოსწავლეებმა ისაუბრეს დღის რეჟიმის რაობაზე, დაასახელეს მაგალითები საკუთარი გამოცდილებიდან, გაიხსენეს წაკითხული მოთხრობები და შეიმუშავეს საკუთარი დღის რეჟიმი, ამასთან გაითვალისწინეს სკოლის ექიმის რჩევები.

1.03.19

ჯანსაღი ცხოვრების წესი

მოსწავლეებს ვესაუბრე ჯანსაღი ცხოვრების წესზე, სასარგებლო პროდუქტებსა და სპორტული აქტივობების აუცილებლობაზე. მათ მოუსმინეს უფროსკლასელებს, დაუსვეს შეკითხვები მეექვსეკლასელ მეგობრებს ბოლოს კი შექმნეს ნახატები.